მათემატიკის დიაგნოსტიკური ტესტის რეიტინგი 2გ კლასში ; პედ. ლ. გოგუაძე
მათემატიკის დიაგნოსტიკური
ტესტის თიტოეული სავარჯიშო შესაბამისობაშია სტანდარტთან,1-სავ. შეესაბამება მათ.II.1;
2-სავ. შეესაბამება მათ.II.2-ს; 3 და 4 -სავარჯიშოები კი მათ.3.ს;5-სავ. შეესაბამება მათ.II.4-ს; 6-სავ.
შეესაბამება მათ.II.6-ს;7 სავ. შეესაბამება
მათ.II.5-ს.
ნათელია
დიაგრამის სქემიდან,რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს საუკეთესო შედეგის ჩვენება
მეექვსე სავარჯიშოს ამოხსნისას.ისინი ნაწილობრივ ახერხებენ კანონზომიერების დადგენას
და მიმდევრობის მომდევნო წევრის დადგენას.განსაკუთრებით უჭირთ გეომეტრიული მიმდევრობის
გააზრება.ასევე პრობლემად რჩება რიცხვის გაორმაგება-განახევრების ოპერაცია და რთული
ამოცანის ამოხსნა უმცირესობისათვის.
შედეგები საგულისხმოა ჩემთვის როგორც საგნის მასწავლებლისთვის და მეხმარება
გავაკეთო დასკვნა თუ რა მიმართულებითაა საჭირო მუშაობის დაგეგმვა.
II-გ. კლასის მოსწავლეთა დიაგნოსტიკური ტესტის შედეგები
მათემატიკაში შემდეგნაირად ნაწილდება: საუკეთესო
მიღწევა-15,14,13,12 ქულა აქვს 25მოსწავლეს 29-დან; მოლოდინს აკმაყოფილებს (11,10,9,8)1 მოსწავლე; ხოლო
3 მოლოდინს ჯერ ვერ აკმაყოფილებს(7-1).
შედეგები საშუალოზე მაღალია და სტიმულის მომცემია
სამომავლოდ მუშაობის გასაახლებლად.
შიდა ტესტირება 2გ კლასში
ინორმაციული ტესტის შედეგების მოკვლევა(ანგარიში)
თარიღი:29.01.2014წ.
საკვლევი კლასი: IIკლასები
ტესტზე იმუშავა:
90 მოსწავლემ და 3 პედაგოგმა.
ტესტის თემა:
,,ბულბული“(ინფორმაციული ტექსტი)
ტესტის ხანგძლივობა:20-25წთ.
ტესტის მქსიმალური შედეგი:12 ქულა
შედეგი:II-გ.
კლასი,წერა 30მოსწავლემ აქედან
-12ქულა
მიიღო-8მოსწავლემ,
11 ქულა მიიღო-10 მოსწავლემ,
10 ქულა მიიღო-9 მოსწავლემ,
9 ქულა მიიღო-2 მოსწავლემ,
8 ქულა მიიღო 1 მოსწავლემ.
ტესტზე მუშაობა:
წერის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად,საკლასო გარემოში.წერის წინ მივეცი ორი
ვრცელი და ამომწურავი
განმარტება.დამატებითი კითხვები არ ჰქონიათ.
დასკვნა:
მოგეხსენებათ,რომ მეორეკლასელებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციული ტექსტის
გაგება-გააზრება,ამიტომ ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო აღნიშნული ტესტის დამუშავება.
წერის წინ შევთანხმდით კოლეგები
ფასიტატორი,რომ
ამ ეტაპზე მოგვესინჯა შედარებით მცირე მოცულობის ტესტი,რაც გაუადვილებდა მათ მუშაობას,გაგება-გააზრებას,საინფორმაციო ტესტზე მუშაობის უნარ -ჩვევებს გამოუმუშავებს.
საინტერესო იყო თავად
ტესტზე მუშაობის პროცესი მოსწავლეები
არაერთხელ კითხულობდნენ ტექსტს, უბრუნდებოდნენ
ტექსტის საჭირო ადგილებს,ფიქრობდნენ, აანალიზებდნენ გონებაში
და ლოგიკურ დასკვნას
აკეთებდნენ პასუხის დასაფიქსირებლად.
ტესტზე მუშაობას
აადვილებდა ისიც, რომ მასალა იყო მათთვის
საინტერესო,ნაცნობი ტერმინოლოგიით შედგენილი
და ლექსიკით გაჯერებული.აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
ერთმა საკითხმა ტესტში,რაც ტექსტის
სავარაუდო პასუხებში შეცდომას უკავშირდებოდა,ამიტომაც ეს პასუხი ბათილად ჩაითვალა.
შეიძლება
ითქვას, რომ ტესტზე
მუშაობა შედგა და შედეგებიც
საშუალოზე მაღალია,რაც სტიმულს გვაძლევს სამომავლოდ.
შიდა ტესტირება 2ა კლასში
სსიპ ჟული შარტავას სახელობის
ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის
IIბ კლასის
ხელმძღვანელის
მარიანა
ბეგლარაშვილის
ანგარიში
ინფორმაციული ტექსტის გაგება-გააზრების ტესტი
ტესტის
დანიშნულება: ინფორმაციული (არამხატვრული) ტექსტის გაგება-გააზრების უნარის
შემოწმება. ეს არის კითხვის სწავლების ძირითადი კომპონენტი.
ტესტის
ტიპი: ინდივიდუალური. წერითი. ახლავს მოსწავლის ფურცელი.
ტესტის
ჩატარების ვადები: მეორე
კლასი. მეორე სემესტრის დასაწყისი. სკრინინგი.
ტესტის
ხანგრძლივობა: 15 წუთი
ტესტის
ჩასატარებლად საჭირო რესურსი: ა) მოსწავლის
სამუშაო ფურცელი წასაკითხი ტექსტითა და შეკითხვებით; ბ) საათი.
ტესტის ჩასატარებლად გამოვიყენე:
Ø სკრინინგის ტექსტი (იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარიდან“ „ბულბულის“
ადაპტირებული ვერსია.) მეორე კლასისათვის ტექსტი შედგებოდა 107 სიტყვისაგან (ვინაიდან
ინფორმაციული ტექსტის გააზრების პირველი ტესტირება იყო) და 12 შეკითხვისაგან.
Ø გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული
შეკითხვები: ექსპლიციტური და ლექსიკური.
მოსწავლეებს დავურიგე ტესტები, მივეცი ინსტრუქცია, რომ წაეკითხათ ტექსტი ყურადღებით, ეპასუხათ კითხვებზე,
სწორი პასუხები კი შემოეხაზათ, იმუშავეს დამოუკიდებლად. დროის ამოწურვის შემდეგ ავაგროვე
ტესტები.
მოსწავლეთა
მიღწევები: ტესტი შეასრულა ოცდაექვსმა მოსწავლემ.
სამმა მათგანმა (ლილე ჩოხელმა, ანრი ჯაფაროვმა
და მარიამ ორაგველიძემ) უპასუხა ყველა შეკითხვას.
12-11
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-0
|
საუკეთესო მიღწევა
|
კარგი
|
საშუალო
|
მოლოდინს აკმაყოფილებს
|
მოლოდინს ჯერ ვერ აკმაყოფილებს
|
4 მოსწავლე
|
9 მოსწავლე
|
9 მოსწავლე
|
3 მოსწავლე
|
1 მოსწავლე
|
ტესტის
შედეგების საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოსწავლეების უმეტესმა ნაწილმა
(85%) დაძლია ტესტი. დაძლევის ინდიკატორად მივიჩნიე პასუხების პროცენტული მაჩვენებელი
50% და მეტი (51%).
ტესტის
შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთაავის
N4 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეები ახერხებენ წაკითხულის შინაარსის
გაგება-გააზრებას.
ტესტი გავუზიარე დაწყებითი კლასის მასწავლებლებს:
ქალბატონ ხათუნა ყოჩაშვილს, ლამარა გოგუაძესა და მარიკა ნოზაძეს.
ხათუნა ყოჩაშვილი -2ა მათემატიკის გაკვეთილის ანალიზი -თვითშეფასება
მას შემდეგ რაც საჩვენებელი გაკვეთილის ზარი დაირეკა, გაგვეთილით კმაყოფილი ვიყავი, რადგან ვთვლიდი რომ შევძელი
1. მეჩვენებინა არა წინასწარ დადგმული გაკვეთილი, არამედ მუშა გაკვეთილი , სადაც გაკვეთილის ყველა ეტაპი დავალების შემოწმებიდან დაწყებული ახალი დავალების ჩანიშვნით დამთავრებული იყო ცოცხალი და დაუდგმელი.
2. გამოვიყენე მრავალფეროვანი თვალსაჩინოება ასეულის ფარგალში რიცხვების ჩასაწერად:
ა) დომინო
ბ) საანგარიშე
გ)ქართულის კუპიურები
დ) კუბი და კუბურები
ე)ჩხირები
ვ)გარდა ამისა ბავშვებმა თავადვე შექმნეს რიცხვის გამოხატვისთვის სურათები
3. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილში
4. მასწავლებელი მართავდა კლასს
5. აკვეთილი იყო მხიარული, აქტიური
6. დასახულ მიზნებს მივაღწიე
მიუხედავად ამისა, იყო რაღაც , რამაც უკმაყოფილების გრძნობაც დამიტოვა და ჩემს დამსწრესაც ვესაუბრე ამის თაობაზე, საშინაო დავალების განხილვას გათვალისწინებულზე მეტი დრო დასჭირდა , ასევე დამსწრის შემოსვლაც 5 წუთიანი დაგვიანებით მოხდა, რამაც გამოიწვია გარკვეული ცლილებები , გაკვეთილის დანარჩენ ნაწილში.
7. მოსწავლეთა შეფასება იყო გამნავითარებელი, მსვლელობის დროს ვიყენებდი კომენტარებს , ვფიწრობ ადეკვატურად, ამასთანავე მე ჩავინიშნე მოსწავლეები, რომელთანაც მომიწევდა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა.
8. დამსწრესთან გასაუბრება პოზიტიური იყო , მომცა აზრის გამოთქმის საშუალება, დაიწყო პოზიტიურით და ბოლოს მან მომაწოდა სწორი რჩევებიც. რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.
9. მინდა ქალბატონ ნატოსადმი მადლიერება გამოვხატო , რადგან მომცა საშუალება ჩემს გაკვეთილს ჩემი მაძიებლებიც დასწრებოდნენ და ამან კი თავის მხრივ მომცა საშუალება ვიდეო გადაგვეღო.
10. ვიდეო სრულად ვერ აიტვირთებოდა ამიტო გადავწყვიტე პატარა ფილმი გადამეკეთებინა . სწაორედ მაშინ აღმოვაჩინე , რომ კითხვა „რა „ არაეფექტურად და ხშირად მაქვს გამოყენებული. რომ ზეპირი გამოანგარიშებისას შეცდომა დავუშვი, რამაც ძალიან გამაბრაზა, შემეძლო ეს ადგილი ამომეჭრა ფილმში, მაგრამ შეგნებულად დავტოვე, რომ ხშირად გავიხსენო ეს შემთხვევა და სხვა დროს გავითვალისწინო. დროსთან დაკავშირებული ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო ბევრი დრო ვერ დავუთმეთ ახალ მასალას ასევე დავალების ჩაწერა დასვენებაზე მოუწია ბავშვებს. ერთი აქტივობა,რომელიც დამატებით რესურსად გვქონდა არ გამოგვიყენებია.
11. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არ იყო, თუმცა ამის მიზეზებიც სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც არსებობს. მიუხედავად ამისა , ვთვლი, რომ ვიდეოს გადაღება გაკვეთილზე ძალიან ეფექტურია, მეტის დანახვის და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს მასწავლებელს. და უფრო ეფეტურ და საფუძვლიან თვითშეფასებას ახდენს მასწაბლებელი.