ფასილიტატორი

შეხვედრა v

     G-PriEd- ის პროექტში აქტიურმა და ნაყოფიერმა ჩართულობამ ის შედეგი გამოიღო, რომ გადაწყვითეს ჩვენ სკოლაზე ფილმი გადეღოთ. ფილმში სხვა საინტერესო თემებთან ერთად შეიტანეს ფასილიტატორების შეხვედრები კათედრებთან კლასების მიხედვით. ფილმში მოხვდა ქართულის ფასილითაციის შეხვედრა მე -2 კლასის პედაგოგებთან, სადაც განხილვის საგანი იყო მე -2 კლასის პედაგოგის ნათია წიკლაურის კლასის დიაგნოსტიკური კვლევის შედეგები. გადაღებას ესწრებოდა პროექტის ხელმძღვანელი ქ-ნ ქ.ჩაჩხიანი.

ფასისლიტაციის IV შეხვედრა 2015




  როგორც ცნობილია, ფასილიტაციის შეხვედრა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება. თუმცა აქ შევიტანე მხოლოდ ის შეხვედრები, რომელზეც გვესწრებოდნენ დამკვირვებლები, პროექტის ტრენერები. დაესწრო პროექტის ამჯერად შეხვედრას ტრენერი -ბ-ნ გიორგი ჭაუჭიძე.  შეხვედრა რადგან წლის ბოლოს გაიმართა ამიტომ, შევაჯამეთ 2 წლიანი მუშაობა.
G-PREID- ის კონფერენცია II
  პროექტის ფარგლებში მეორე კონფერენცია გაიმართა, სადაც როგორც ფასილიტატორმა მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე "მშობელთა ჩართულობა", ამავე თემის გაგრძელება წარმოადგინა  ლ.გოგუაძემ .  სკოლის დანარჩენმა პედაგოგებმა წარმოადგინეს ნაშრომები ,რომლებიც შექმნეს პროექტის ფარგლებში. კონფერენციაზე იყვნენ ქვემო რუსთავის, თბილისის და ვაზისუბნის სკოლები. კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის ტრნერები ლ.ჩარკვიანი, ნ. არევაძე და სხვები. კონფერენცია გაიმართა თბილისში.

პრეზენტაცია "მშობელთა ჩართულობა"


შეხვედრა III

      როგორც ცნობილია, ფასილიტაციის შეხვედრა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება. თუმცა აქ შევიტანე მხოლოდ ის შეხვედრები, რომელზეც გვესწრებოდნენ დამკვირვებლები, პროექტის ტრენერები. ამჯერად  შეხვედრას დაესწრო პროექტის ტრენერი ქ-ნ გიორგი ლ. ჩარკვიანი. პედაგოგებმა გამოიტანეს გამოცდილება მშობელთა ჩართლობასთან დაკავშირებით. მ.კუკულაძემ და იზა მიერ ცქითიშვილმა წარმოადგინეს მშობლების ჩატარებული გაკვეთილები. განიხილეს ის პლიუსები და მინუსები , რომლებიც მოყვა ამ გაკვეთილს.       












შეხვედრა II

 G-PriEd- ის პროექტში წელს სიახლეა: მოგვაწოდეს მშობელთა ჩართულობის გასააქტიურებლად სპეციალური კალენდრები, აქტივობების ნუსხა, საინტერესო განმარტებებით, რომლებიც გავაცანი მასწავლებლებს თავთავიანთ კლასში განსახორციელებლად. სპეციალურად დაინიშნა მშობელთა კრებები, რომელთაც დაესწრნენ დირექციის წარმომადგენლები და გადასცეს საჩუქრები მშობლებს.






  ამ    შეხვედრის მიზანი იყო პროექტის სიახლე გაკვეთილზე დასწრება შეფასების სპეციალური ფორმებით. შეხვედრას დაესწრო პროექტის ტრენერი ქ-ნ ნ.არევაძე-კოტორაშვილი. მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე განვიხილეთ პროექტის მიერ მოწოდებული მასალების სიმდიდრე და მრავალფეროვნება და თანამშრომლობის მაგალითები (კონკრეტული გაკვეთილები)
  G-PRIED- ის მრავალფეროვანი საჩუქარი- რესურსები სკოლებს
G-PRIED-მა სკოლებსა და მასწავლებლებს დიდძალი საჩუქრები დაურიგა: საკითხავი მასალა მასწავლებლებს, დისკები პროექტის ფარგლებში ნასწავლი მეთოდებით ქართველი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილებით, შავ-თეთრი წიგნები კლასების მიხედვით, გაზეთები თითეულ მოსწავლეზე, მშობელებისათვის სამაგიდო კალენდრები, დიდი წიგნები , ფერად -ფერადი ილუსტრაციებით გამდიდრებული წიგნები კლასების მიხედვით, კლასების მიხედვით დიფერენცირებისათვის საჭირო, პირველი , მეორე და მესამე დონის წიგნები, ბარათები აქტივობებისათვის ქართულსა და მათემატიკაში, მანიპულატივები , პალაკატები, ფერადი პროექტორი სკოლას და სხვა. ასეთი მდიდარი რესურსი ერთდროულად ნამდვილად არ მიუღია სკოლას. 
მადლობა ამისთვის  G-PRIED-ის პროექტის ხელმძღვანელობას!


















აქ წარმოდგენილ სურათებზე G-PRIED-ის მიერ მოწოდებული მასალების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია.
G-PRIED- ის კონფერენცია განათლების სამინისტროში


შევეცადე მოკლედ დღევანდელი პრეზენტაციისთვის ჩამომეწერა ის სიკეთეები, რაც g-pried -მა განახორციელა, მაგრამ რამდენიც არ ვეცადე მოკლედ მაინც არ გამოვიდა. შევეცდები ჩამოვთვალო ისინი და მცირე მიმოხილვა გავაკეთო.
1.       ტესტები- შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სიღრმისეული ტესტები მანამდე დაწყებით კლასებში არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ მე 21 წელია ამ მიმაღტულებით ვმუშაობ, შესაძლებელია ხელი არ მიმიწვდებოდა მათზე.
2.       ტრენერები-რომლებმაც, თავიანთ საკლასო ოთახებში გამოსცადეს პროექტის მიერ მოწოდებული მეთოდები. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც წლებია მე უკვე ტრენინგებზე დავდივარ და როცა მეთოდის ავ-კარგიანობის შესახებ კითხვა მიჩნდებოდა, თრენერები უხერხულად მპასუხობდნენ რომ ეს მათ არ ქონდათ გამოცდილი. ტრენერის გამოცდილება კი მე მაძლევს საშუალებას, ერთი ნაბიჯიტ წინ წავიწიო, ვითვალისწინებ რა, იმ საფრთხეებს, რაც შესაძლებელია მოყვეს ამა თუ იმ მეთოდის განხორციელებას.
3.       მასალები ქართულასა და მათემათიკაში, მოგვაწოდეს საკითხავი ტექსტები, კლასებში დონეების მიხედვით, ასევე ბარათები მათემათიკაში
4.       მანიპულატორები- რომელთა მსგავსი საერთოდ არ ქონდა მანამდე სკოლას
5.       ფასილიტატორის ინსტიტუტის შემოღება- მანამდე არსებობდა კათერდის გამგის ინსტიტუტი, რომელთაც ზეპირმეტყველებით გადაეცემოდა საქმინობის შესახებ, ამ შემთხვევაში ფასილიტატორებს აქვთ კონკრეტულად მიცემული ინსტრუქციები. თუმცა მათი მუშაობა საკმაოდ, რთულია. ვინაიდან მასწავლებელთა დრო საკმაოდ დატვირთულია. ჩემს სკოლაში კი 26 დაწყებითი კლასია. ზოგ სკოლაში სულაა ამდენი კლასი და მასწავლებელი. შესაბამისად წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევა მჭირდება კოლეგებთან სამუშაოდ.
6.       მინდა შევეხო "მართული კითხვის" მეთოდს, რომელმაც შემოიტანა კლასში დიფერნცირების ელემენტები. სიმართლე გითხრათ მივესალმები. მისი განხორციელება მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევასა და ოსტატობას მოითხოვს. თუკი ეს მეთოდი დაიხვეწება, მომზადდება ეფექტური ტექსტები, გპირდებით, რომ მე ვიქნები პირველი მასწავლებელი ვინც ამ მეთოდს განახორციელებს თავის საკლასო ოთხში.

7.       საინფორმაციო ტექსტები- საინფორმაციო ტექსტები - მეორე კლასიდან ჩვენთან არ ისწავლებოდა.ისედაც დაწყებით კლასებში ძირითადი დატვირთვა მხატვრულ ტექსტებზე მოდის. რის გამოც შემდეგ ზედა კლასებში ჭირს საინფორმაციო ტექსტების ათვისება.












მორიგი შეხვედრა-თემა "მართული კითხვა"


ტრენინგებზე უამრავ მეთოდს გავეცანით მათ შორის   "მართული კითხვასაც". ამ მეთოდმა ბევრი კითხვის ნიშნები დაგვიტოვა პედაგოგებს. თუმცა უმრავლესობამ სცადა მისი გამოყენება საკუთარ საკლასო 
ოთახში. ამიტომაც გადავწყვიტე ჩაგვეტარებინა შეხვედრა, სადაც პედაგოგები ისაუბრებდნენ ამ მეთოდის პლიუსებსა და მინუსებზე. შემდეგ განვიხილავდით ამავე მეთოდით ჩემს მიერ ჩატარებულ კავეთილს. და ისაუბრებდნენ მის გარშემო. შეხვედრას ესწრებოდნენ ტრენერი ქ-ნ ნონა არევაძე-კოტორაშვილი, 5-6 კლ-ის ფასილიტატორი თ. ფოცხვერაშვილი, მათემათიკის ფასილიტატორი ც. ქევანიშვილი, ჩემი მაძიებლები და 2-4 კლასის პედაგოგები, რომლებმაც სცადეს ამ მეთოდით გაკვეთილის ჩატარება

 ტესტების დამზადება


ქართულის ფასილიტატორისა და 2 გ კლ-ის მასწ.-ის ლ. გოგუაძის შეხვედრა

 

ქართულის და მათემათიკის ფასილიტატორთა შეხვედრა

სკოლაში, დაწყებითის კათედრაზე 26 თანამშრომელია და თითო ფასილიტატორი ვართ ქართულსა და მათემატიკაში. და მოვალეობები ფასილიტატორის ფუნქციები კი ძალიან   საპასუხისმგებლო და შრომატევადია. აქტიური მუშაობა გამორიცხავს ფასილიტატორის და ზოგადად მასწავლებლის პირად და ოჯახურ მდგომარეობას. ამიტომ თუ ამ ორი უკანასკნელის გარშემო პრობლემებია, ბუნებრივია ჩნდება კითხვა ვინ გააკეთებს ფასილიტაციის საქმეს. თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, თანამშრომლობას, მაშინ პირველ რიგში ამ ორმა ადამიანმა უნდა გაუწიოს ერთმანეთს დახმარება. აღმოჩნდა ციცო მსგავს სიტუაციაში მასწავლებელი და მთხოვა რაღაცნაირად მიმეხედა საქმისთვის მისი საგნის   მიმართულებითაც. პედსაბჭოზე განხილულ იქნა 3-4 კლასის ქართულისა და მათემატიკის კვლევის შედეგები, რაც არც თუ სახარბიელო იყო პირადად ჩემთვის. ბატონმა მამუკამ განაცხადა, რომ მსგავს კვლევას ჩაატარებდა 2 კლასებშიცგადავწყვიტე შემექმნა ტესტი ტრენინგის მასალების გამოყენებით, გამეზიაებინა კოლეგებისათვის, მსურველების არსებობის შეთხვევაში დავწერდით ერთობლივად ტესტს, გავაკეთბებდით კვლევას, გავეცნობოდით მის შედეგებს. მოვახდენდით შედეგების ანალიზს. ანალიზის მიხედვით დავგეგმავდით მომდევნო ღონისძიებებს. ეს აზრი გავუზიარე რამდენიმე კოლეგას, რამდენიმე მათგანი დამეთანხმა მაშინვე, რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ მას უკვე აქვს გაკეთებული და არ სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვა 4 დღე დამჭირდა, იმისათვის რო 6-ვე მეორე კლასის მასწავლევლებელი დათანხმებულიყო ერთობლივ ტესტს. ლამარა გოგუაძეს ვთხოვე ციცო მასწავლებლის სახელით დამხმარებოდა დამათემატიკის ტესტზე ემუშავა. მან მოიძია მასალები. თითეული საკითხისთვის ესგ შესაბამისობა მიუსადაგა კითხვებს, ასევე შეადგინა მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის შეფასების გვერდი. მინდა მადლობა გამოვხატო მისდამი აქტიური თანამშრომლობისათვის. გუნდში ბევრი ვფიქრობ ჩვენს გამოჩნდება თანამშრომლობის სურვილით გულანთებული.  სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ამ ინიციატივით უკმაყოფილო კოლეგები. თუმცა ამ აღმოჩენამ არც გამოკვირვა. ყოველგვარ სიახლეს კრიტიკა ახლავს. გადაწყდა ტესტირება ჩატარდებოდა 6 პარალელურ კლასში, ტესტები დაიბეჭდებოდა სკოლის ხარჯით.

ფასილიტაციის 1-ელი შეხვედრისა და მონიტორინგის ანალიზი -თვითშეფასება

          
     ვენი სკოლა მეორე წელია ჩართულია პროექტში g-pried. - მათემატიკური და კითხვითი წიგნიერების განვითარებისთვის საქართველოში . ამ მიმართულებით ჩვენ გვიტარდება ქართულის და მათემატიკის ტრენინგები , სადაც ჩვენ ვსწავლობთ მეთოდებს , ამ მეთოდებს ვარგებთ ჩვენ კლასებს , წელს ამირჩიეს ქართულის ფასილიტატორად დაწყებით კლასებში 1-4 კლ - ში . გაგვატარეს ტრენინგი . ამ პროექტის მიზანია დააკვირდეს თავის " სტუდენტებს " მუშაობისას . ამიტომ მე უნდა ჩამეტარებინა ერთი შეხვედრა , მომემზადებინა თემა ტრენინგის მასალების გათვალისწინებით . მე ერთი კვირით ადრე დავუკავშირდი კოლეგებს შევუთანხმე დრო და თემა . შევარჩიე მომხსენებელი , რომელსაც სურვილი ექნებოდა მომზადებულიყო პრეზენტაციისთვის . ასეთი აღმოჩნდა - ნაილი   კაპანაძე . მან რამდენიმე მეთოდი გამოსცადა თავის კლასში და გააკეთა მოხსენება ამ მეთოდების გამოყენებისას მიღებულ შედეგებზე . სხდომას ესწრებოდნენ კოლეგები . კუკულაძე , . ხვინგია , . ღვინიაშვილი , . კაპანაძე , . ქევანიშვილი , . ხადური და ასევე ჩვენი ტრენერი - ნონა არვაძე - კოტორაშვილი . მინდა ავღნიშნორომ სხდომა დაგვიანებით დავიწყეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამომსმენელებმა მოისმინეს მოხსენება , თუმცა გამოუცდელობის გამო ისინი კითხვებს უსვამდნენ არა მომხსენებელს არამედ ტრენერს , რათა დარწმუნებულიყვნენ რომ კითხვები სისწორესა და პასუხის ადეკვატურობაში .

ავღნიშნო, რომ ფასილიტატორი მაინც "კრიტიკული მეგობრის" ერთ-ერთი სახეა. რასაც პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს. რა თქმა უნდა, ესეთი პედაგოგები ჩემს კათედრაზეც არიან და მე მათთან სერიოზული მუშაობა მომიწევს ამ მიმართულებით. გარდა ამისა დასხვეწია ურთიერთდასწრება გაკვეთილებზეც, რასაც პედაგოგთა ერთი ნაწილი უბრალოდ აპროტესტებს, მეორე ნაწილი ამისთვის დროს ვერ ნახულობს, მესამეს საამისო გამოცდილება არ ყოფნის, შრომეთ დაღლილ მეოთხე კატეგორიას კი უბრალოდ სავენება სჭირდება ამ მხრივაც ვფიქრობ სერიოზული მუშაობა დამჭირდება.  რაც შემეხება მე მზად ვარ თუ არა ამ ფუნქციის შესაშრულებლად, ვფიქრობ ვარ, მერდაზე ეს არ ვიცი ზუსტად. მაგრამ ვიცი, რომ ერთდროულად ეს 26 პედაგოთან ვერ მოხერხდება, ეს უნდა ვაკეთო მცირე ჯგუფებში, რომ დანარჩენმა ნიჰილისტურად განწყობილმა პედაგოგებმა ნახონ ის სიკეთე რაც ფასილიტატორთან ერთად მუშაობას მოაქვს. ასევე შევქმნი წინასწარ გეგმას სადაც წარმატებულ მასწავლებელს მივცემ გამოცდილების გაზიარების საშუალებას, გავაცნობ სიახლეებს, დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში კოლეგებს , შევქმნი ელექტრონულ გვერდს ამისათვის.

საახალწლო ვიქტორინა III ზ კლასში


დეკემბრის 23-ში მოგეხსენებათ 2013   სასწავლო წლის 1-ელი სემესტრი დასასრულდებოდა. გაათმაგებული ფუსფუსი ჩვენს კათედრაზეც იყო.   კოლეგები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ საახალწლო ღონისძიების თუ ვიქტორინის სანახავად.   მე -3 კლასის დამრიგებელმა მ. სვანმა ერთი კვირით ადრე მთხოვა გამომენახა დრო და მის ვიქტორინაზე, როგორც ჟიურის წამომადგენელი ისე მიმიწვია. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან გამიჭირდა დათანხმება, რადგანაც ეს ჩემი განრიგის შეცვლას მოითხოვდა, რაც არც თუ ისე ადვილია მინდა გითხრათ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე. მოგვიანობით, მანანას ვაცნობე, რომ შევძლებდი ვიქტორინაზე მისვლას, ოღონდ თუ დროულად დაიწყებოდა.
 20 დეკემბერს 11 სთ -ზე უკვე ვიყავი ვიქტორინაზე. ვიქტორინას ესწრებოდნენ მშობლები, კათედრის გამგე, კოლეგები, დირექტორი. აღმოჩნდა, რომ ბავშვებიც და მასწავლებელიც ძალიან პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობას. კლასი გაყოფილი იყო გუნდებად. მოსწავლეებს თავად მოემზადებინათ გუნდის ლოგოები, რითაც მკერდსაც იმშვენებდნენ და მაგიდებსაც. ვიქტორინა, რადგან იყო შემაჯამებელი, საკითხები მომზადებული იყო ყველა საგნიდან: ქართული, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა, მოემზადებინათ საცეკვაო ნომრებიც. ერთი მოსწავლე მაღალი სიცხით იყო მოსული, რომ წარმოდგენა არ ჩაეგდო.
განსაკუთრებით მომეწონა, მანანა მასწავლებლის მიერ მომზადებული, საკითხები, ტესტები, შეფასების ფურცლები. ისინი შესრულებული მაღალმხატვრულ დონეზე. რაც იშვიათია. ვიქტორნით ძალიან ვისიამოვნე მასში გათვლილი იყო საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული მისაღწევი მიზნები და შედეგები. სიამოვნებით გამოვიყენებდი მსაგს ტესტებს ჩემს კლასშიც.
მხოლოდ ორ ფაქტს ვურჩევდი, რომ გაეთვალისწინებინა მანანას მომავალში, პირველი ეს მხოლოდ სუბიექტური მიზეზით არ ხდება ხოლმე, დავიწყოთ დანიშნულ დროს და მეორე კარგი იქნებოდა წინასწარ გვქონოდა ჟიურის წევრებს სხვადასხვა ტიპის დავალება რამდენი ქულით და როგორ შეფასებულიყო, რომ უფრო სწრაფად მომხდარიყო გუნდების შეფასება.

 

ფასილიტატორის სამოქმედო გეგმა

N
საქმიანობები

ვადები
22
.eleven
26.
eleven
28.
eleven
eleven.
12
20.
12
25.
12
22
.01
29. 01
4.
02
eleven.
02
18.
02
25.
02
4.
03
eleven.
03
18.
03
შენიშვნა
1

თანამშრომლობა
















2
პირველი შეხვედრის ორგანიზება
















3
მათემატიკის გაკვეთილის განხილვა
















4
ფასილიტატორის ელექტრონული გვერდის განხილვა
















5
ქართულის და მათემატიკის ფასილიტატორის შეხვედრა
















6
თანამშრომლობა

















7
ქართულის და მათემატიკის კვლევის ორგანიზება მე -2 კლასებში
















8
ტესტირებით გამოვლენილ წარმატებულ პედაგოგთა პრეზენტაციის ორგანიზება
















9
გამოცდილების გაზიარება, კითხვის ხარვეზებზე მუშაობა
















10
ნოვაციების გაცნობა

















eleven
შეხვედრები კოლეგების მოთხოვნით
















12

ერთობლივი გაკვეთლები და მათი დაგეგმვა
















13
ერთობლივად დაგეგმილი გაკვეტილის ჩატარება და განხილვა
















14
რიგგარეშე შეხვედრების
აღნუსხვა
















 

პედაგოგთა სია

N
კლასი
პედაგოგის სახელი და გვარი

ტელეფონი
მეილი
1
I
ლია ბორაშვილი
577 616 89

2
I
მზია მენაბდე
577286488
mziazakariadze@gmail.com
3
I
მაია გოგილაშვილი
577616623
Ninomaia74 @
4
I
ნათია წიკლაური
593188108
natiatsiklauri1@gmail.com
5
I
მანანა აბულაშვილი
593963060
abulashvilimasho@gmail.com
6
I
ანგელინა ბერიძე
591959773

7
I
ხათუნა მაჭარიშვილი
57761673
Khatuna.machashvili73 @
8
II
       ხათუნა ყოჩაშვილი
577616643
xatunakochashvili@gmail.com
9
II
მარიანა ბეგლარიშვილი
577008284

10
II
ლამარა გოგუაძე
599409659

eleven
II
მარიკა გვასალია
577616649

12
II
მზია ინანაშვილი
577616686
mziamzikoinanashvili@gmail.com
13
II
მარიკა ნოზაძე
599409659
marika.nozadze77@gmail.com
14
    III
ინგა ძიძიგური
577616640
Dzidziguriinga22 @
15
III
მედიკო ციქურიშვილი
577616684

16
III
 ნანა ხადური - ქოჩიშვილი
577616628

17
III
ნაილი კაპანაძე
577616637
nailikapanadze@gmail.com
18
III
 ნონა გოგოლაძე
577616672
gogoladzenona@gmail.com
19
III
მარიკა კუკულაძე
577616
Maka.kukuladze@gmail.com
20
III
მანანა სვანი
577616688
Svanimanana @ gmail.com
21
IV
ციცო ქევანიშვილი
577616685
599218853

22
IV
იზა ცქიტიშვილი
577616670

23
IV
ნანა ზურაბაშვილი
255589

24
IV
ხოჯაშვილი ანა
577616611

25
IV
ლელა ღვინიაშვილი
577616675

26
IV
მაკა ჭაფოძე
577616678
Makachafodze @ gmail.com
ფასილიტატორების ტრენინგი

ნამდვილად სასიამოვნოა, როცა გენდობა დირექცია, კოლეგები და პროექტის ხელმძღვანელობა, მაგრამ არის საპასუხისმგებლო. აქამდე ეს ინსტიტუტი რამდენადაც ჩემს მეხსიერებას ახსოვს, არ არსებობდა. აქამდე არსებობდა კათედრის ხელმძღვანელი. 
ტრენინგზე გაგვაცნეს ფასილითატორის მუშაობის სპეციფიკა, შეფასების ფორმები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგები. 
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, რადგან ამ  მიმართულების აქამდე არასოდეს დავხელოვნებულვარ. ვფიქრობ , ღირსეულად გავართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ტრენინგს დაესწრო ქ-ნ ქეთი ჩაჩხიანიც.





2 коммент.:

წარმატებებს გისურვებთ, ბევრი გიშრომიათ.

Этот комментарий был удален администратором блога.

Отправить комментарий

Share

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More