მართული კითხვა- ხათუნა ყოჩაშვილი
კუსუნას ციხესიმაგრე-ხათუნა ყოჩაშვილი
ჯიპრაიდისა და ბუკების გამოყენებით ძალიან საინტერესო გაკვეთილი შევქმენი ჩემი პატარებისთვის . გეგმა , კითხვარი გააზრებისათვის,
ვიდეო
მარიკა ნოზაძე-გეგმა "კოდალების თავსამკაული"
მეორე კლასების კვლევა -თხრობითი ტესტის გააზრება
შიდა ტესტირება 2 გ კლასში
ინორმაციული ტესტის შედეგების მოკვლევა (ანგარიში)
თარიღი: 29.01.2014 წ.
საკვლევი კლასი: II კლასები
ტესტზე იმუშავა: 90 მოსწავლემ და 3 პედაგოგმა.
ტესტის თემა: ,, ბულბული "(ინფორმაციული ტექსტი)
ტესტის ხანგძლივობა: 20-25წთ.
ტესტის მქსიმალური შედეგი: 12 ქულა
შედეგი: II- გ. კლასი, წერა 30 მოსწავლემ აქედან
-12 ქულა მიიღო -8 მოსწავლემ,
-12 ქულა მიიღო -8 მოსწავლემ,
11 ქულა მიიღო -10 მოსწავლემ,
10 ქულა მიიღო -9 მოსწავლემ,
9 ქულა მიიღო -2 მოსწავლემ,
8 ქულა მიიღო 1 მოსწავლემ.
ტესტზე მუშაობა: წერის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად, საკლასო გარემოში.წერის წინ მივეცი ორი ვრცელი და ამომწურავი განმარტება.დამატებითი კითხვები არ ჰქონიათ.
დასკვნა: მოგეხსენებათ, რომ მეორეკლასელებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციული ტექსტის გაგება-გააზრება, ამიტომ ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო აღნიშნული ტესტის დამუშავება. წერის წინ შევთანხმდით კოლეგები ფასიტატორი, რომ ამ ეტაპზე მოგვესინჯა შედარებით მცირე მოცულობის ტესტი, რაც გაუადვილებდა მათ ტესტზე მუშაობის უნარ -ჩვევებს გამოუმუშავებს.
საინტერესო იყო თავად ტესტზე მუშაობის პროცესი მოსწავლეები არაერთხელ კითხულობდნენ ტექსტს, უბრუნდებოდნენ ტექსტის საჭირო ადგილებს, ფიქრობდნენ, აანალიზებდნენ გონებაში და ლოგიკურ დასკვნას აკეთებდნენ პასუხის დასაფიქსირებლად.
ტესტზე მუშაობას აადვილებდა ისიც, რომ მასალა იყო მათთვის საინტერესო, ნაცნობი ტერმინოლოგიით შედგენილი და ლექსიკით გაჯერებული.აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ერთმა საკითხმა ტესტში, რაც ტექსტის სავარაუდო პასუხებში შეცდომას უკავშირდებოდა, ამიტომაც ეს პასუხი ბათილად ჩაითვალა.
შეიძლება ითქვას, რომ ტესტზე მუშაობა შედგა და შედეგებიც საშუალოზე მაღალია, რაც სტიმულს გვაძლევს სამომავლოდ.
სსიპ ჟული შარტავას სახელობის
ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის
II ბ კლასის ხელმძღვანელის
მარიანა ბეგლარაშვილის
ანგარიში
ინფორმაციული ტექსტის გაგება-გააზრების ტესტი
ტესტის გაგება-გააზრების ტექსტის უნარის შემოწმება. ეს არის კითხვის სწავლების ძირითადი კომპონენტი.
ტიპი ტესტის: ინდივიდუალური. წერითი. ახლავს მოსწავლის ფურცელი.
ტესტის ჩატარების ვადები: მეორე კლასი. მეორე სემესტრის დასაწყისი. სკრინინგი.
ტესტის ხანგრძლივობა: 15 წუთი
საჭირო რესურსი ტესტის ჩასატარებლად: ა) მოსწავლის სამუშაო ფურცელი წასაკითხი ტექსტითა და შეკითხვებით; ბ) საათი.
ტესტის ჩასატარებლად გამოვიყენე:
Ø სკრინინგის ტექსტი (იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარიდან" "ბულბულის" ადაპტირებული ვერსია.) მეორე კლასისათვის ტექსტი შედგებოდა 107 სიტყვისაგან (ვინაიდან ინფორმაციული ტექსტის გააზრების პირველი ტესტირება იყო) და 12 შეკითხვისაგან.
Ø გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები: ექსპლიციტური და ლექსიკური.
მოსწავლეებს დავურიგე ტესტები, მივეცი ინსტრუქცია, რომ წაეკითხათ ტექსტი ყურადღებით, ეპასუხათ კითხვებზე, სწორი პასუხები კი შემოეხაზათ, იმუშავეს დამოუკიდებლად. დროის ამოწურვის შემდეგ ავაგროვე ტესტები.
მიღწევები მოსწავლეთა: ტესტი შეასრულა ოცდაექვსმა მოსწავლემ. სამმა მათგანმა (ლილე ჩოხელმა, ანრი ჯაფაროვმა და მარიამ ორაგველიძემ) უპასუხა ყველა შეკითხვას.
12-11
|
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-0
|
საუკეთესო მიღწევა
|
კარგი
|
საშუალო
|
მოლოდინს აკმაყოფილებს
|
მოლოდინს ჯერ ვერ აკმაყოფილებს
|
4 მოსწავლე
|
9 მოსწავლე
|
9 მოსწავლე
|
3 მოსწავლე
|
1 მოსწავლე
|
ტესტის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოსწავლეების უმეტესმა ნაწილმა (85%) დაძლია ტესტი. დაძლევის ინდიკატორად მივიჩნიე პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 50% და მეტი (51%).
დაყრდნობით შეგვიძლია ტესტის შედეგებზე ვთქვათ, რომ სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთაავის N4 საჯარო სკოლის მე -2 ბ კლასის მოსწავლეები ახერხებენ წაკითხულის შინაარსის გაგება-გააზრებას.
ტესტი გავუზიარე დაწყებითი კლასის მასწავლებლებს: ქალბატონ ხათუნა ყოჩაშვილს, ლამარა გოგუაძესა და მარიკა ნოზაძეს.
0 коммент.:
Отправить комментарий