I კლ. პედაგოგები

ნათია წიკლაური- "კოდალების თავსამკაული"



საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი
I- დ კლასი


მასწავლებელი

სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ. რუსთავის მე -4 საჯარო სკოლის დ / კ პედაგოგი ნათია წიკლაური   
ელ - ფოსტა  natia.tsiklauri1@gmail.com


თემა

თამარ ადამიას "კოდალების თავსამკაული"
მოსწავლეთა რაოდენობა


30 მოსწავლე

გაკვეთილი სასწავლო მიზნები

ü   მოსწავლემ გამოთქვას ვარაუდი ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ ილუსტრაციის მიხედვით / სათაურის მიხედვით;
ü   მოსწავლემ შეძლოს უცნობი სიტყვების განმარტება კონტექსტის მიხედვით ან / და მასწავლებლის დახმარები
ü   მოსწავლემ გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებლი კითხვა;
ü   მოსწავლემ იპოვოს და წაიკითხოს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებული ადგილები.

კავშირი ესგ-სთან

I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;
I .5 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები;
I .7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა;
I .11 მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა;

წინასწარი ცოდნა
ü   იციან ანბანის ყველა ასო;
ü   კითხულობენ მცირე ზომის მარტივ წინადადებებს;
ü   შეუძლიათ მარტივი წინადადებით აღწერონ ილუსტრაცია;
ü   იციან წინადადება, სიტყვა, მარცვალი;
ü   იციან წყვილში მუშაობის წესები
გამოყენებული მეთოდები

ü    ვარაუდების გამოთქმა;
ü   პირამიდის შევსება
ü    კითხვა
ü   დაჭრილი ტექსტის აღდგენა;
ü   სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსება.

მუშაობის ფორმა
ü   ინდივიდუალური
ü   წყვილებში

რესურსები
ü   წასაკითხი ტექსტი;
ü   თაბახის ფურცლები შესავსები სქემებით;
ü   დაჭრილი ტექსტი / თაბახის ფურცელი და წებო;
ü   კალამი;
ü   ცარცი / დაფა;
ü   პროექტორი-ანიმაციური ფილმიდან ნაწყვეტი;
ü   აპლიკაცია;
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა / დრო

გაკვეთილი I - 4 5 წთ

A ფაზა - გამოწვევა
აქტივობა 1
მოსწავლეები უყურებენ ანიმაციური ფილმიდან ნაწყვეტს, გამოთქვამენ მოსაზრებას, თუ რის შესახებ იყო ნაწყვეტი და სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს გაკვეთილის თემა. (2 წთ)

აქტივობა 2
მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე ჩამოწერილ სავარაუდო უცნობ სიტყვებს წარუდგენს და ფრონტალური გამოკითხვით განმარტავენ ამ სიტყვებს. განმარტებები იწერება დაფაზე. (3 წთ)

აქტივობა 3
უცნობი სიტყვის გამოყენებით სიტყვის პირამიდის შევსება. ნაშრომის პრეზენტაცია; (2-3წთ)

აქტივობა 4  
 მასწავლებელი ტექსტის წაკითხვამდე კლასს აცნობს სათაურს და სთხოვს, იმსჯელონ ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ. (1 წთ)

B  ფაზა კითხვის დროს
აქტივობა 5
ტექსტს მასწავლებელი კითხულობს (საჩვენებელი კითხვა - 1 წთ) - მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ დამოკიდებულებას (1 წთ)


აქტივობა 6 გუნდური კითხვა: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად კითხულობენ ტექსტს. კითხვის პროცესში მასწ. მიუთითებს წასაკითხ სიტყვებს. (2-3წთ)

აქტივობა 7     
 მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს გაგრძელებებით. (2 წთ)

აქტივობა 8
  მოსწავლეები ეძებენ ტექსტში და ასახელებენ მასწავლებლის მიერ მითითებული სხვადასხვა რაოდენობის მარცვლების მქონე სიტყვებს; (1-2წთ) 

აქტივობა 9    
მოსწავლეები ნიმუშის დახმარებით აწყობენ დაჭრილ ტექსტს და აწებებენ თაბახის ფურცელზე; (5 წთ)

ფაზა გამტკიცება
აქტივობა 10 კითხვა - პასუხი.
ü   სად იდგა მუხის ხე?
ü   რატომ მოიწყინა მუხამ?
ü   მომიძებნეთ ადგილი ტექსტში საიდანაც ჩანს, როგორ მოიქცა მოწყენილი მუხა.
ü   რას დაუძახეს საშველად მუხის მეგობრებმა?
ü   როგორ დაეხმარნენ კოდალები მუხას?
ü   წამიკითხე ტექსტიდან ის ადგილი, სადაც ჩანს როგორ მკურნალობენ კოდალები მუხას.
ü   ჩვენ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ხეებს?
ü   თუ იცით რა სარგებლობს გვაძლევს მცენარე?
ü   როგორ გადაუხადა მუხამ მადლობა მკურნალ კოდალებს?
ü   რით დაასაჩუქრეს კოდალები ფრინველებმა?
ü   თქვენ თუ მიგიღიათ საჩუქარი მადლიერების ნიშნად?

აქტივობა 11
 ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსება (5 წთ)
პრეზენტირება (2 წთ)




შეფასება
 აქტივობა 12 - შეფასება          2 წთ.
ü   მასწავლებელი   აფასებს მოსწავლეთა აქტიურობას, ინდივიდუალურ და წყვილში მუშაობას კომენტარებით;


0 коммент.:

Отправить комментарий

Share

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More