5/29/2014

II კლასის პედაგოგთა აქტივობები

მარიკა ნოზაძე "კოდალების თავსამკაული"




მარიანა ბეგლარაშვილის გეგმა











ლამარა გოგუაძე და პარალელური კლასები მუშაობენ მათემატიკის ტესტის შეფასებაზე







მეორე კლასების კვლევა -თხრობითი ტესტის გააზრება 
ტრენინგის მასალების მიხედვით
  
2ვ კლ
                                                 
მეორე ცვლა













მათემატიკის დიაგნოსტიკური ტესტის რეიტინგი 2გ კლასში ; პედ. ლ. გოგუაძე





მათემატიკის დიაგნოსტიკური ტესტის თიტოეული სავარჯიშო შესაბამისობაშია სტანდარტთან,1-სავ. შეესაბამება მათ.II.1; 2-სავ. შეესაბამება მათ.II.2-ს; 3 და 4 -სავარჯიშოები კი  მათ.3.ს;5-სავ. შეესაბამება მათ.II.4-ს; 6-სავ. შეესაბამება მათ.II.6-ს;7 სავ.  შეესაბამება მათ.II.5-ს.

    ნათელია  დიაგრამის სქემიდან,რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს საუკეთესო შედეგის ჩვენება მეექვსე სავარჯიშოს ამოხსნისას.ისინი ნაწილობრივ ახერხებენ კანონზომიერების დადგენას და მიმდევრობის მომდევნო წევრის დადგენას.განსაკუთრებით უჭირთ გეომეტრიული მიმდევრობის გააზრება.ასევე პრობლემად რჩება რიცხვის გაორმაგება-განახევრების ოპერაცია და რთული ამოცანის ამოხსნა უმცირესობისათვის.                                                            შედეგები საგულისხმოა ჩემთვის როგორც საგნის მასწავლებლისთვის და მეხმარება გავაკეთო დასკვნა თუ რა მიმართულებითაა საჭირო მუშაობის  დაგეგმვა.





   II-გ. კლასის მოსწავლეთა დიაგნოსტიკური ტესტის შედეგები მათემატიკაში შემდეგნაირად ნაწილდება:     საუკეთესო მიღწევა-15,14,13,12 ქულა აქვს 25მოსწავლეს 29-დან; მოლოდინს  აკმაყოფილებს (11,10,9,8)1 მოსწავლე; ხოლო 3 მოლოდინს ჯერ ვერ აკმაყოფილებს(7-1).

    შედეგები საშუალოზე მაღალია და სტიმულის მომცემია სამომავლოდ მუშაობის გასაახლებლად.
შიდა ტესტირება 2გ კლასში
             ინორმაციული ტესტის  შედეგების მოკვლევა(ანგარიში)
თარიღი:29.01.2014წ.
საკვლევი კლასი: IIკლასები
ტესტზე იმუშავა:  90 მოსწავლემ  და  3 პედაგოგმა.
ტესტის  თემა: ,,ბულბული“(ინფორმაციული ტექსტი)
ტესტის ხანგძლივობა:20-25წთ.
ტესტის მქსიმალური შედეგი:12 ქულა
შედეგი:II-გ.   კლასი,წერა 30მოსწავლემ  აქედან
 -12ქულა მიიღო-8მოსწავლემ,
                                                                                      
 11 ქულა მიიღო-10 მოსწავლემ,
                                                                                        
10 ქულა  მიიღო-9 მოსწავლემ,
                                                                                       
 9 ქულა  მიიღო-2 მოსწავლემ,
                                                                                        
8 ქულა  მიიღო 1 მოსწავლემ.
   ტესტზე მუშაობა: წერის  პროცესი მიმდინარეობდა  მშვიდად,საკლასო გარემოში.წერის წინ მივეცი ორი ვრცელი  და  ამომწურავი  განმარტება.დამატებითი  კითხვები  არ ჰქონიათ.
   დასკვნა: მოგეხსენებათ,რომ მეორეკლასელებისთვის  განსაკუთრებულ  სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციული  ტექსტის  გაგება-გააზრება,ამიტომ ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო აღნიშნული ტესტის დამუშავება. წერის  წინ შევთანხმდით   კოლეგები      ფასიტატორი,რომ ამ  ეტაპზე  მოგვესინჯა შედარებით მცირე  მოცულობის ტესტი,რაც გაუადვილებდა  მათ მუშაობას,გაგება-გააზრებას,საინფორმაციო   ტესტზე მუშაობის  უნარ -ჩვევებს   გამოუმუშავებს.
    საინტერესო  იყო თავად  ტესტზე  მუშაობის პროცესი  მოსწავლეები  არაერთხელ კითხულობდნენ  ტექსტს, უბრუნდებოდნენ ტექსტის  საჭირო  ადგილებს,ფიქრობდნენ,   აანალიზებდნენ  გონებაში  და  ლოგიკურ  დასკვნას  აკეთებდნენ  პასუხის  დასაფიქსირებლად.
  ტესტზე  მუშაობას  აადვილებდა ისიც, რომ მასალა  იყო  მათთვის  საინტერესო,ნაცნობი  ტერმინოლოგიით  შედგენილი  და  ლექსიკით  გაჯერებული.აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია  ერთმა  საკითხმა ტესტში,რაც  ტექსტის  სავარაუდო პასუხებში  შეცდომას უკავშირდებოდა,ამიტომაც  ეს  პასუხი  ბათილად ჩაითვალა.
   შეიძლება ითქვას,  რომ  ტესტზე  მუშაობა  შედგა  და  შედეგებიც საშუალოზე  მაღალია,რაც სტიმულს გვაძლევს  სამომავლოდ.






შიდა ტესტირება 2ა კლასში



სსიპ ჟული შარტავას სახელობის
ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის
IIკლასის ხელმძღვანელის
მარიანა ბეგლარაშვილის
ანგარიში
ინფორმაციული ტექსტის გაგება-გააზრების ტესტი
ტესტის დანიშნულება: ინფორმაციული  (არამხატვრული) ტექსტის გაგება-გააზრების უნარის შემოწმება. ეს არის კითხვის სწავლების ძირითადი კომპონენტი.
ტესტის ტიპი: ინდივიდუალური. წერითი. ახლავს მოსწავლის ფურცელი.
ტესტის ჩატარების ვადები: მეორე კლასი. მეორე სემესტრის დასაწყისი. სკრინინგი.
ტესტის ხანგრძლივობა: 15 წუთი
ტესტის ჩასატარებლად საჭირო რესურსი: ა) მოსწავლის სამუშაო ფურცელი წასაკითხი ტექსტითა და შეკითხვებით;  ბ) საათი.
ტესტის ჩასატარებლად გამოვიყენე: 
Ø  სკრინინგის ტექსტი (იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარიდან“ „ბულბულის“ ადაპტირებული ვერსია.) მეორე კლასისათვის ტექსტი შედგებოდა 107 სიტყვისაგან (ვინაიდან ინფორმაციული ტექსტის გააზრების პირველი ტესტირება იყო) და 12 შეკითხვისაგან.
Ø  გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები: ექსპლიციტური და ლექსიკური.

მოსწავლეებს დავურიგე ტესტები, მივეცი ინსტრუქცია, რომ წაეკითხათ ტექსტი ყურადღებით, ეპასუხათ კითხვებზე, სწორი პასუხები კი შემოეხაზათ, იმუშავეს დამოუკიდებლად. დროის ამოწურვის შემდეგ ავაგროვე ტესტები.
მოსწავლეთა მიღწევები:  ტესტი შეასრულა ოცდაექვსმა მოსწავლემ. სამმა მათგანმა  (ლილე ჩოხელმა, ანრი ჯაფაროვმა და მარიამ ორაგველიძემ) უპასუხა ყველა შეკითხვას.
12-11
10-9
8-7
6-5
4-0
საუკეთესო მიღწევა
კარგი
საშუალო
მოლოდინს აკმაყოფილებს
მოლოდინს ჯერ ვერ აკმაყოფილებს
4 მოსწავლე
9 მოსწავლე
9 მოსწავლე
3 მოსწავლე
1 მოსწავლე

ტესტის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოსწავლეების უმეტესმა ნაწილმა (85%) დაძლია ტესტი. დაძლევის ინდიკატორად მივიჩნიე პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 50% და მეტი (51%).
ტესტის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთაავის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ახერხებენ წაკითხულის შინაარსის გაგება-გააზრებას.
 ტესტი გავუზიარე დაწყებითი კლასის მასწავლებლებს: ქალბატონ ხათუნა ყოჩაშვილს, ლამარა გოგუაძესა და მარიკა ნოზაძეს.




ხათუნა ყოჩაშვილი -2ა მათემატიკის გაკვეთილის ანალიზი -თვითშეფასება 
მას შემდეგ რაც საჩვენებელი გაკვეთილის ზარი დაირეკა, გაგვეთილით კმაყოფილი ვიყავი, რადგან ვთვლიდი რომ შევძელი 1. მეჩვენებინა არა წინასწარ დადგმული გაკვეთილი, არამედ მუშა გაკვეთილი , სადაც გაკვეთილის ყველა ეტაპი დავალების შემოწმებიდან დაწყებული ახალი დავალების ჩანიშვნით დამთავრებული იყო ცოცხალი და დაუდგმელი. 2. გამოვიყენე მრავალფეროვანი თვალსაჩინოება ასეულის ფარგალში რიცხვების ჩასაწერად: ა) დომინო ბ) საანგარიშე გ)ქართულის კუპიურები დ) კუბი და კუბურები ე)ჩხირები ვ)გარდა ამისა ბავშვებმა თავადვე შექმნეს რიცხვის გამოხატვისთვის სურათები 3. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილში 4. მასწავლებელი მართავდა კლასს 5. აკვეთილი იყო მხიარული, აქტიური 6. დასახულ მიზნებს მივაღწიე მიუხედავად ამისა, იყო რაღაც , რამაც უკმაყოფილების გრძნობაც დამიტოვა და ჩემს დამსწრესაც ვესაუბრე ამის თაობაზე, საშინაო დავალების განხილვას გათვალისწინებულზე მეტი დრო დასჭირდა , ასევე დამსწრის შემოსვლაც 5 წუთიანი დაგვიანებით მოხდა, რამაც გამოიწვია გარკვეული ცლილებები , გაკვეთილის დანარჩენ ნაწილში. 7. მოსწავლეთა შეფასება იყო გამნავითარებელი, მსვლელობის დროს ვიყენებდი კომენტარებს , ვფიწრობ ადეკვატურად, ამასთანავე მე ჩავინიშნე მოსწავლეები, რომელთანაც მომიწევდა კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა. 8. დამსწრესთან გასაუბრება პოზიტიური იყო , მომცა აზრის გამოთქმის საშუალება, დაიწყო პოზიტიურით და ბოლოს მან მომაწოდა სწორი რჩევებიც. რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში. 9. მინდა ქალბატონ ნატოსადმი მადლიერება გამოვხატო , რადგან მომცა საშუალება ჩემს გაკვეთილს ჩემი მაძიებლებიც დასწრებოდნენ და ამან კი თავის მხრივ მომცა საშუალება ვიდეო გადაგვეღო. 10. ვიდეო სრულად ვერ აიტვირთებოდა ამიტო გადავწყვიტე პატარა ფილმი გადამეკეთებინა . სწაორედ მაშინ აღმოვაჩინე , რომ კითხვა „რა „ არაეფექტურად და ხშირად მაქვს გამოყენებული. რომ ზეპირი გამოანგარიშებისას შეცდომა დავუშვი, რამაც ძალიან გამაბრაზა, შემეძლო ეს ადგილი ამომეჭრა ფილმში, მაგრამ შეგნებულად დავტოვე, რომ ხშირად გავიხსენო ეს შემთხვევა და სხვა დროს გავითვალისწინო. დროსთან დაკავშირებული ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო ბევრი დრო ვერ დავუთმეთ ახალ მასალას ასევე დავალების ჩაწერა დასვენებაზე მოუწია ბავშვებს. ერთი აქტივობა,რომელიც დამატებით რესურსად გვქონდა არ გამოგვიყენებია. 11. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არ იყო, თუმცა ამის მიზეზებიც სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც არსებობს. მიუხედავად ამისა , ვთვლი, რომ ვიდეოს გადაღება გაკვეთილზე ძალიან ეფექტურია, მეტის დანახვის და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს მასწავლებელს. და უფრო ეფეტურ და საფუძვლიან თვითშეფასებას ახდენს მასწაბლებელი.


 

 ხათუნა ყოჩაშვილის გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში G-Prid-ის მასალების გამოყენებით".
სასწავლი საკითხი
ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები
კლასი

2 ა
მიზანი სტანდარტის მიხედვით

მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი

·      კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან  და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
·      სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
·      ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;
·         ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
·         ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
·         განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
·         ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემოსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).

რესურსები

დიდი ზომის კამათლები, დომინო, საანგარიშე, ჩხირები, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, კუბურები, ფულის კუპიურები
მუშაობის ფორმა
ჯგუფური, ფრონტალური,  ინდივიდუალური
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
იციან ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები, ასახელებენ, წერენ, კითხულობენ, შეუძლიათ მათი ჩაწერა სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, ასევე შეკრება -გამოკლების ოპერაციების შესრულება დაუფლებულია რიცხვითი სახელების ეტიმოლოგიას

გაკვეთილის მსვლელობა

A.     გამოწვევა
1.      საშინაო დავალების შემოწმება
( ერთნიშნა ლუწი რიცხვების ჯამის და სხვაობის დადგენა
ერთნიშნა კენტი რიცხვების  ჯამის და სხვაობის დადგენა
ორნიშნა  ლუწი რიცხვების ჯამის და სხვაობის დადგენა
 ორნიშნა კენტი რიცხვების  ჯამის და სხვაობის დადგენა)
B.      დიდი ზომის კამათლებით საშუალებით რიცხვების შედგენა და მათი სხვადასხვა რესურსით გამოყენებით თუ ურესურსოდ ჩაწერა:
გამოდის ორი მოსწავლე და და აგორებს კამათელს.  დამჯდარ ერთნიშნა რიცხვებს იმახსოვრებენ და წერენ ახალ რიცხვს
საკუთარი რესურსის  გამოყენებით .უპასუხენ შემდეგ კითხვებს
·         რა რიცხვი დაჯდა პირველად? კენტია თუ ლუწი?
·         რა რიცხვი დაჯდა მეორედ? კენტია თუ ლუწი?
·         ჩაწერეთ რიცხვი თქვენი რესურსის გამოყენებით
·         კენტი ორნიშნა მიიღეთ თუ ლუწი?
·         აქვს თუ არა მნიშვნელობა ციფრის ადგილს რიცხვში კენტის და ლუწის კატეგორიაში მოსახვედრად?
·         როგორ გამოსახეთ ათეულები , ერთეულები
·         რამდენი ათეული,  ერთეული და ოცეულია  ამ რიცხვში
·         რა ქვია ამ რიცხვს?

        თქვენს მიერ დაწერილი ორი რიცხვი შევკრიბოთ სხვადასხვა  ხერხით
თქვენს მიერ დაწერილი ორი რიცხვი გამოვაკლოთ სხვადასხვა  ხერხით
  თამაში:  ჯგუფში მსხდომი ბავშვები ერთმანეთს ხელით აჩვენებენ  დაბადების რიცხვს და კრიბავენ და ამბობენ რა რიცხვი მიიღეს და როგორ შეკრიბეს.

შევადაროთ ეს რიცხვები ერთმანეთს
გამოგვყავს ბავშვი ისევ ვაგორებთ კამათელს და მიღებულ  ერთნიშნა რიცხვს  ვუმატებთ უტოლობის  ჯერ ერთ მხარეს, მერე  მეორე მხარეს რომელია მეტი, ნაკლები რატომ?
ვუმატებთ უტოლობის ორივე მხარეს, რომელია მეტი, ნაკლები რატომ?
ვაკლებთ უტოლობის ჯერ ერთ მხარეს,  მერე  მეორე მხარეს რომელია მეტი, ნაკლები რატომ?
ვაკლებთ უტოლობის ორივე მხარეს, რომელია მეტი, ნაკლები რატომ?
კიდევ ერთხელ ვაგორებთ კამათლს და ახლა ვაკვირდებით  რა ემართება უტოლობას სხვადასხვა ერთნიშნა რიცხვების მიმატება- გამოკლებისას. იგივეს ვიმეორებთ ორნიშნა რიცხვებზე
დაასახელეთ წინა და მომდევნო რიცხვები
C.      
რამდენი ერთნიშნა რიცხვია, რას უდრის მათი ჯამი?
რამდენი ერთნიშნა კენტი რიცხვია? რას უდრის მათი ჯამი?
რამდენი ერთნიშნა ლუწი რიცხვია? რას უდრის მათი ჯამი?
             კენტი რიცვების ჯამი მეტია თუ ლუწების და რამდენით?


დამატებითი ბარათები
Gprid-ის ბარათები


ხათუნა ყოჩაშვილის თანამშრომლობის ანალიზი - თვითშეფასება 

 საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებამდე შევხვდი კოლეგებს ლ. გოგუაძეს და ნ. კაპანაძეს . გავუზიარე ჩემი ხედვა როგორ წარმომედგინა გაკვეთილი. რას გამოვიყენებდი ტრენინგის მასალებიდან: გაკვეთილის შეფასების სქემიდან, მოსწავლეთა დაჯგუფების. უნდა ავღნიშნო, რომ ამოცანები სიღრმისეულად არ მქონდა დამუშავებული , რომელშიც დამეხმარა ქალბატონი ლამარა, რომელსაც ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი ემუშავა, პირდაპირ მაძლევდა რჩევას , რომელი ჯობდა, რამაც რასაკვირველია ჩემი დრო დაზოგა. ასევე განხილვაში ჩაერთო ნ. კაპანაძეც. რომელიც თუმცა დაგვიანებით მოვიდა თუმცა საინტერესო რჩევები არც მან დაიშურა. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ სარეზერვო მაგალითები დროის სიმცირის გამო ვერ მოვასწარით.

Share

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More