8/20/2015

ფასილიტაციის V შეხვედრა



ფასილიტაციის V შეხვედრა


     G-PriEd- ის პროექტში აქტიურმა და ნაყოფიერმა ჩართულობამ ის შედეგი გამოიღო, რომ გადაწყვითეს ჩვენ სკოლაზე ფილმი გადეღოთ. ფილმში სხვა საინტერესო თემებთან ერთად შეიტანეს ფასილიტატორების შეხვედრები კათედრებთან კლასების მიხედვით. ფილმში მოხვდა ქართულის ფასილითაციის შეხვედრა მე -2 კლასის პედაგოგებთან, სადაც განხილვის საგანი იყო მე -2 კლასის პედაგოგის ნათია წიკლაურის კლასის დიაგნოსტიკური კვლევის შედეგები. გადაღებას ესწრებოდა პროექტის ხელმძღვანელი ქ-ნ ქ.ჩაჩხიანი.

8/19/2015

ფასილიტაციის IV შეხვედრა

ფასისლიტაციის IV შეხვედრა 2015




  როგორც ცნობილია, ფასილიტაციის შეხვედრა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება. თუმცა აქ შევიტანე მხოლოდ ის შეხვედრები, რომელზეც გვესწრებოდნენ დამკვირვებლები, პროექტის ტრენერები. დაესწრო პროექტის ამჯერად შეხვედრას ტრენერი -ბ-ნ გიორგი ჭაუჭიძე.  შეხვედრა რადგან წლის ბოლოს გაიმართა ამიტომ, შევაჯამეთ 2 წლიანი მუშაობა.

ფასისლიტაციის III შეხვედრა

ფასისლიტაციის III შეხვედრა 2015


  ცნობილია როგორც, ფასილიტაციის შეხვედრა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება. თუმცა აქ შევიტანე მხოლოდ ის შეხვედრები, რომელზეც გვესწრებოდნენ დამკვირვებლები, პროექტის ტრენერები. ამჯერად  შეხვედრას დაესწრო პროექტის ტრენერი ქ-ნ გიორგი ლ. ჩარკვიანი. პედაგოგებმა გამოიტანეს გამოცდილება მშობელთა ჩართლობასთან დაკავშირებით. მ.კუკულაძემ და იზა ცქითიშვილმა წარმოადგინეს მშობლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები. განიხილეს ის პლიუსები და მინუსები, რომლებიც მოყვა ამ გაკვეთილს.


ფასილიტაციის II შეხვედრა

ფასილიტაციის II შეხვედრა


     G-PriEd- ის პროექტში წელს სიახლეა: მოგვაწოდეს მშობელთა ჩართულობის გასააქტიურებლად სპეციალური კალენდრები, აქტივობების ნუსხა, საინტერესო განმარტებებით, რომლებიც გავაცანი მასწავლებლებს თავთავიანთ კლასში განსახორციელებლად. სპეციალურად დაინიშნა მშობელთა კრებები, რომელთაც დაესწრნენ დირექციის წარმომადგენლები და გადასცეს საჩუქრები მშობლებს.
მშობელთა ჩართულობის პრეზენტაცია ფასილიტატორისთვის






ფასილიტაციის პირველი შეხვედრა 2014

                        ფასილიტაციის I შეხვედრა 2014



  ამ   შეხვედრის მიზანი იყო პროექტის სიახლე გაკვეთილზე დასწრება შეფასების სპეციალური ფორმებით. შეხვედრას დაესწრო პროექტის ტრენერი ქ-ნ ნ.არევაძე-კოტორაშვილი. მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე განვიხილეთ პროექტის მიერ მოწოდებული მასალების სიმდიდრე და მრავალფეროვნება და თანამშრომლობის მაგალითები (კონკრეტული გაკვეთილები)

Share

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More